Logo

მარნეულში აქციაზე ორი პირი დააკავეს

Frontnews image description

მარნეულში გამართულ აქციაზე პოლიცია და ფერმერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

აქციის მონაწილე ფერმერების განცხადებით, მათ პროდუქციის გაყიდვასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ. 

მათი თქმით, ადგილობრივად წარმოებული ბოსტნეულის რეალიზაცია უჭირთ და იძულებულები არიან, რომ პროდუქცია იმაზე იაფად გაყიდონ, ვიდრე მისი მოყვანა უჯდებათ.

ფერმერებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რის უფლებასაც პოლიცია არ აძლევდათ, საბოლოოდ კი დაპირისპირებაში გადაიზარდა.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი. მათ სამსახურებრივი მოვალეობის დროს  სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლისთვის ხელის შეშლა ედებათ ბრალად.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები