მარნეულში ძარცვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რ.ა. დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში 1966 წელს დაბადებულ მ.ხ.-ს ხელჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
პოლიციამ ძარცვის შედეგად დაუფლებული ხელჩანთა პირადი ნივთებით და თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.





