Logo

მარნეულში გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალი
92
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1994 წელს დაბადებული ა.გ. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით მარნეულში დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული კრიმინალურ ავტორიტეტის სახელის გამოყენებით 1967 წელს დაბადებულ ფ.მ.-ს, რომელიც მცირე ბიზნესითაა დაკავებული, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის, ასევე ქონების განადგურების მუქარით 4000 აშშ დოლარს სთხოვდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.გ. ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები