
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფით ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მამას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს