მარნეულში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1996 წელს დაბადებული მ.შ. დააკავეს.
დანაშაული თავისუფლების 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1999 წელს დაბადებულ მ.ო.-ს ბასრი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს. პოლიციამ მ.შ. ბრალდებულის სახით, მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა