მარნეულში “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრის სახლი გაქურდეს


ავტორი
Front News საქართველო
მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის აზერ სულეიმანოვის სახლი გაქურდეს.
თავდამსხმელები სულეიმანოვის სახლში მაშინ შევიდნენ, როდესაც ოჯახის წევრებს სახლში ეძინათ და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ეზოს ინვენტარი და რელიგიური ნივთები წაიღეს.
შემთხვევა კომენდანტი საათის დასრულებამდე მოხდა.
"მესამე დღეა. ზედიზედ მოდიან. მოპარულია, ძველი რელიგური ნივთები. ეზოს ინვენტარი სილამაზისთვის იყო. საქმე ამაში არ არის. პოლიცია იყო, მაგრამ უპასუხისმგებლობაა მათი მხრიდან, იციან, რომ საქმე არ გაიხსნება",- აცხადებს აზერ სულეიმანოვი.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს