Logo

მარსელში საქართველოს 25 წლის მოქალაქე მოკლეს

სამართალი
345
Frontnews image description

საფრანგეთში, ქალაქ მარსელში საქართველოს 25 წლის მოქალაქე მოკლეს.

 

“მთავარი არხის”  ინფორმაციით, გარდაცვლილს შეკამათება ეთნიკურად არაბ მამაკაცთან მოუვიდა, რომელიც მისი მეუღლისთვის ტელეფონის მოპარვას ცდილობდა. 

 

დაპირისპირებისას საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით დაჭრეს.

 

დაშავებულს მარსელის საავადმყოფოში 6-საათიანი ოპერაცია უტარდებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. 

 

ის რამდენიმე წლის განმავლობაში საფრანგეთში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.

Advertisement