Logo

მარტა კოსი - ოპოზიციური ხმების დაპატიმრება თავდასხმაა საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებზე

პოლიტიკა
210
Frontnews image description

ოპოზიციური ხმების დაპატიმრება თავდასხმაა საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებზე, - ამის შესახებ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი წერს.

ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას,  გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და სხვა დაკავებულები.

"ოპოზიციური ხმების დაპატიმრება თავდასხმაა საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებზე, რომელიც დღითი დღე იშლება. გვერდში ვუდგავარ მათ, ვინც თავისუფალი და პლურალისტური ქართული საზოგადოებისთვის იბრძვის და საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და ისინი, ვინც უსამართლოდ არიან დაკავებული”, - წერს მარტა კოსი.

თაგები:

მარტა კოსი
Advertisement