Logo

“მარტო ჩემთვის იყო ეგ დოკუმენტი მომზადებული, ახლა ყველაფერი გავიგე, მშვენიერი დოკუმენტი იყო”

საზოგადოება
491
Frontnews image description

"გირჩის" ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, ის მზად იყო გუშინ კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელი მოეწერა, მაგრამ ფორმატიდან გამომდინარე ამის საშუალება არ მიეცა.

"მე არ მომეცა შესაძლებლობა რომ ხელი მომეწერა, ერთადერთი პარტია ვიყავი, ვინც ხელს ვაწერდი, უბრალოდ, ფორმატი იყო ისეთი, რომ ან ყველა აწერდა ხელს, ან არავინ. მარტო ჩემთვის იყო ეგ დოკუმენტი მომზადებული. ახლა ყველაფერი გავიგე, მშვენიერი დოკუმენტი იყო, მართლა ნამუშევარი აქვს ევროკავშირს და ბატონ დანიელსონს. თითოეული საკითხი მიმღებლობის შემთხვევაში თავისუფლად შეთანხმებადი იყო, მაგრამ მხარეებს ამის დიდი სურვილი არ ჰქონდათ", – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე  მოდერეატორების მიერ ერთის მხრივ შემოთავაზებული იყო დაკავებული პირების გათავისუფლება, მეორეს მხრივ კი ოპოზიციას უარი უნდა ეთქვა რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნაზე.

თაგები:

Advertisement