მარტყოფში, საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა


ავტორი
Front News საქართველო
მარტყოფში, საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა. დაზიანებულია შენობის მინები და ტექნიკა.
უცნობმა პირებმა ფულის მოპარვის მიზნით საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატები ააფეთქეს.
ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული.
გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას/განადგურებას გულისხმობს.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
თაგები:
გამოძიება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს