მაშველებმა ხელოვნურ კუნძულზე ჩარჩენილი ექვსი მწყემსიდან ოთხი გამოიყვანეს


ავტორი
Front News საქართველო
მაშველებმა 4 მწყემსი, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან, უხვი ნალექის გამო შექმნილ ხელოვნურ კუნძულზე იმყოფებოდნენ, მტკვრის მეორე სანაპიროზე უვნებლად გადმოიყვანეს. ისინი თავს კარგად გრძნობენ. 2 მწყემსი კი ღამე კუნძულზე დარჩება. მათ მაშველებმა კარავი მიუტანეს.
პირუტყვის გადმოყვანა ადიდებული მდინარის გამო ვერ ხერხდება, ამიტომ მწყემსებს პირუტყვის ნადირისგან დასაცავად იქ მოუწიათ დარჩენა.
სავარუდოდ, წყლის დონის დაწევას 2-3 დღე დასჭირდება.
როგორც მწყემსები იხსენებენ, დილას, როდესაც პირუტყვი საძოვრად გაიყვანეს, წყალი დაბალი იყო, შემდეგ სავარაუდოდ, ჩაიხერგა და წყლის ნაკადი სწორედ იმ ადგილისკენ გადმოვიდა, სადაც პირუტყვი გადაჰყავდათ.
მაშველები ადგილზე რჩებიან. გაგრძელდება წყლის დონის მონიტორინგიც.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს