მაშველებმა ნანგრევებიდან გარდაცვლილი დედა-შვილის ცხედრები ამოიყვანეს


ავტორი
Front News საქართველო
ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ორი გარდაცვლილის ცხედრები ამოიყვანეს.
გარდაცვლილები დედა და მისი 12 წლის შვილი არიან.
ამ დროის მონაცემებით, ტრაგედიას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი საავადმყოფოში.
გარდაცვლილებიდან 4 ერთი ოჯახის წევრია.
ნგრევის შედეგად სამი ბავშვია გარდაცვლილი – 1 წლის, 9 წლის და 12 წლის.
ოფიციალური მონაცემებით, ნანგრევებში კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ.
11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ არის გამოცხადებული.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს