მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილების შეზღუდვის გამო ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება

ავტორი
Front News საქართველო
მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილების შეზღუდვის გამო, ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მოძრაობა შესაძლებელია ბერიტაშვილის, მაჭავარიანის, გოძიაშვილის, გაგარინის ქუჩების, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მარშალ გელოვანის გამზირის გამოყენებით.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N89 ავტობუსი მაჭავარიანის ქუჩისა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის („112“) მიმართულებით, ანჯაფარიძის ქუჩიდან მოძრაობას ყაზბეგის გამზირის, იონა ვაკელისა და ბერიტაშვილის ქუჩების გავლით შეძლებს. N137 მიკროავტობუსი კი თავისუფლების მოედნიდან, ჭავჭავაძის გამზირისა და ნუცუბიძის III მიკრორაიონის გავლით, მაჭავარიანის ქუჩაზე, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრამდე გადაადგილდება.
„მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.
გადაადგილება დროებით შეზღუდულია მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


