Logo

მათე დევიძის ბებია - არ გავჩერდები, ვიბრძოლებ, რომ მათე გარეთ გამოვიდეს და მასთან ერთად ყველა დაკავებული

საზოგადოება
344
Frontnews image description

არ ველოდებოდი მართლა, მეგონა, ახალგაზრდა ბიჭია და არ გამოკეტავენ ციხეში მეთქი, მაგრამ ასე არ გააკეთეს და 4 წელი მიუსაჯეს, - ამის შესახებ დაკავებული მათე დევიძის ბებიამ ეთერ მჭედლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის არ აპირებს გაჩერებას და მათეს თავისუფლებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

"ეს გადაწყვეტილება უსამართლოა, უსამართლოდ გადაუწყვიტეს ამ ბავშვს 4 წელი და 6 თვე. რა დააშავა იმისთანა, უსამართლოდ გადაუწყვიტეს, მაგრამ მე უფალს ვევედრები, 4 დღეში მაგათი ოჯახის წევრები დაემხონ, სულ ყველანი. არ ველოდებოდი მართლა, მეგონა, ახალგაზრდა ბიჭია და არ გამოკეტავს ციხეში მეთქი, მაგრამ ასე არ გააკეთეს და 4 წელი მიუსაჯეს. 

აუცილებლად ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას, არ გავჩერდები, ვიბრძოლებ, რომ მათე გარეთ გამოვიდეს და მასთან ერთად ყველა დაკავებული", - განაცხადა მათე დევიძის ბებიამ ეთერ მჭედლიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის მათე დევიძეს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებას მათე დევიძე არ დასწრებია. 

მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დააკავეს.

Advertisement