Logo

"მათთვის მნიშვნელოვანია, რაღაცნაირად ერს ჩაათვლევინონ, რომ ეკლესიის მტერი და განკვეთილი ვარ, მღვდელი არ ვარ, თუმცა მღვდელი ვარ და არქიმანდრიტი ვარ"

საზოგადოება
290
Frontnews image description

დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან რუსის ეგზარქოსი და რუსის ემისარი, - ამის შესახებ არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, არ ელოდა, რომ ამხელა პატივს მიიღებდა ისტორიაში.

"განცდის გარეშე ვარ, კარგ ხასიათზე ვარ. რაც მთავარია, მიხარია და არ ველოდი, რომ ქვეყნის და ერის წინაშე ისტორიაში ასეთ პატივს დ ადგილს მომანიჭებდნენ ისტორიაში. მოულოდნელი იქნებოდა, ღმერთი თუ ასეთ პატივს მომაგებდა, არ მეგონა, რომ სიცოცხლეშივე ვიქნებოდი ეკლესიაში მართალი სიტყვის მცველი, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და თან მოულოდნელი. დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან რუსის ეგზარქოსი და რუსის ემისარი.

პარაკლისის ჩატარება ახლა მათთვის იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, არამედ მნიშვნელოვანია ის, რომ რაღაცნაირად ერს ჩაათვლევინონ, რომ მე ეკლესიის მტერი ვარ და ეკლესიიდან განკვეთილი ვარ, მღვდელი არ ვარ, თუმცა მღვდელი ვარ და არქიმანდრიტი ვარ. ჩემი დაჭერით, ან ჩემი რაღაცით, რომ ვინმე არ აღშფოთდეს იმიტომ, რომ წინასწარ მიფუჭებენ სახელს, მაგრამ სახელგაფუჭებული ჯაღმაიძე მე სახელს როგორ გამიფუჭებს, არ ვიცი", - განაცხადა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა.

საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები