Logo

“მდივანმა ბლინკენმა ყურადღება უნდა დაუთმოს აგრესიულ, ავტოკრატიულ ტონს და შესაძლო ქმედებებს ნიკა მელიას წინააღმდეგ”

საზოგადოება
1425
Frontnews image description

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ჟიგიმანტას პავილიონისი აშშ-ის სახელწმიფო მდივანს ენთონი ბლინკენს მოუწოდებს, ყურადღება დაუთმოს ნიკა მელიას წინააღმდეგ აგრესიულ და ავტოკრატიულ ტონს. 

„ყველა პოლიტიკურმა პარტიამ (გარდა „ქართული ოცნებისა“) დღეს საჯაროდ განაცხადა თავისი გულწრფელი ვალდებულება მშვიდობიანი დიალოგის შესახებ. ტრანსატლანტიკური დემოკრატიული ქვეყნების საზოგადოებამ, მდივანმა ბლინკენმა ყურადღება უნდა დაუთმოს აგრესიულ, ავტოკრატიულ ტონს და შესაძლო ქმედებებს ქართული ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას წინააღმდეგ”, – წერს პავილიონისი "ტვიტერზე".

ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გუშინ საქართველოში შეხვედრები გამართა. ჟიგიმანტას პავილიონისი შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს. 

თაგები:

Advertisement