Logo

“მე არ მივიჩნევ გიორგი გახარიას არავითარი მესამე ძალის მოვლენად”

საზოგადოება
884
Frontnews image description

ოპოზიცია ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მესამე ძალად არ განიხილავს.

"იგი რჩება 20 ივნისის მთავარ შემოქმედად, ძალიან კარგი კავშირებით რუსეთში. თუ გახარია რაიმე პოლიტიკური დივიდენდის წამოღებას აპირებს "ქართული ოცნების" ჩამოშლის შემდეგ, ეს მხოლოდ და მხოლოდ დაარტყამს ბიძინა ივანიშვილს.

მე არ მივიჩნევ გიორგი გახარიას არავითარი მესამე ძალის მოვლენად. მისი დამოკიდებულება სამართალთან, ოკუპაციასთან და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეებთან, არ იმსახურებს დადებით შეფასებას", – განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ.

თაგები:

Advertisement