Logo

“მე არჩეული ვარ, როგორც პარლამენტის წევრი და მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას”

საზოგადოება
661
Frontnews image description

დავით ბაქრაძე იმედოვნებს, რომ კრისტიან დანიელსონის მიერ დღეს წარმოდგენილი დოკუმენტით ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დასრულდება. 

"პარტიების სახელით მე არ ვსაუბრობ და არ ვიღებ მოლაპარაკებებში მონაწილეობას. არ ვფიქრობ, რომ ამ კონკრეტულ დოკუმენტზე ცალკეული პირების, ინდივიდუალური პირების ხელმოწერა იქნება. ალბათ, დოკუმენტი იქნება პარტიული ხელმოწერებისთვის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მე მექნება ჩემი გადაწყვეტილება. მე არჩეული ვარ, როგორც პარლამენტის წევრი და მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას, რის შესახებაც საზოგადოებას ვაცნობებ“, – განახცადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, სულ ცოტა ხანში დაიდება დოკუმენტი და ყველა ერთად ნახავს, მოხერხდება თუ არა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დღეს და შეთანხმებით დასრულება.

"ის, რომ კრიზისის დასრულება ქვეყანას სჭირდება, ეჭვს არ იწვევს“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

თაგები:

Advertisement