“მე და გიგი უგულავა საკუთარი ნებით, ჩვენი ფეხით მივედით ციხეში, ნიკა მელიას ასე თავისუფლად აღარ გავატანთ”


ავტორი
Front News საქართველო
აღარ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, როდესაც მე და გიგი უგულავა ჩვენი ფეხით მივედით ციხეში, ნიკა მელიას ასე თავისუფლად აღარ გავატანთ, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ცუდი გადაწყვეტილებისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა მოსამართლეს ნიკა მელიასთან მიმართებით მიაღებინოს.
„მოლოდინი უნდა ჰქონდეს ივანიშვილს, ჩვენ არანაირი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. ჩვენ ვემზადებით ცუდისთვის, ამ შემთხვევაში უგუნური გადაწყვეტილებისთვის, რომელიც შეიძლება, ივანიშვილმა მოსამართლეს მიაღებინოს. იქნება ასეთი უგუნური გადაწყვეტილება? ქვეყანაზე აისახება ძალიან ცუდად და ჩვენ დავხვდებით ადეკვატურად. შარშანწინ, როდესაც მე და გიგი უგულავა საკუთარი ნებით, ჩვენი ფეხით ციხეში თავისუფლად მივედით, ასეთ გადაწყვეტილებას აღარ მივიღებთ და ნიკა მელიას ასე თავისუფლად აღარ გავატანთ, ფიზიკურად აღარ გავატანთ. როდესაც გებრძვიან ნაჯახით და შენგან გულუბრყვილობით კანონმორჩილებას ითხოვენ, ასეთ მორჩილებას აღარ ვაპირებთ, თორემ კანონმორჩილებას ივანიშვილი ჩვენ ვერ გვასწავლის.
გაბედავენ თუ არ აქ მოსვლას? პროგნოზებზე პასუხს ვერ გაგცემთ. მხოლოდ ჭკვიანი ადამიანის პროგნოზირებაა შესაძლებელი, სულელის ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის, პროგნოზირება შეუძლებელია“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს