“მე ჯერჯერობით მათში ვერ ვხედავ ხედვას, რომ მათ აქვთ სურვილი ქვეყანა გამოიყვანონ ამ მძიმე კრიზისიდან”


ავტორი
Front News საქართველო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის აკაკი მინაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" პოზიცია არ არის ჩამოყალიბებული, მეტიც ურთიერთგამომრიცხავია.
მინაშვილის თქმით, ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა პოლიტპატიმრების გამოშვება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა.
"მათი რიტორიკა ძალიან აგრესიულია, რაც ბუნებრივია, არ უწყობს ხელს მოლაპარაკებას. ამავე დროს, მე ჯერჯერობით მათში ვერ ვხედავ ხედვას, რომ მათ აქვთ სურვილი ქვეყანა გამოიყვანონ ამ მძიმე კრიზისიდან. თუ "ქართული ოცნების" რომელიმე წარმომადგენელს აქვს ნატამალი, სურვილი, რომ გაითვალიწინონ ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები, მაშინ ისინი დათანხმდებიან პირველ რიგში, პოლიტპატიმრების გამოშვებასა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას.
ყველა აღიარებს, რომ ქვეყანაში არის კრიზისი. კრიზისი უნდა გადაიჭრას შემდეგნაირიად: გამოვიდნენ პოლიტპატიმრები: ნიკა მელია და გიორგი რურუა, უნდა დასრულდეს პოლიტიკური დევნა ქვეყანაში, რომ სიწყნარე იყოს და ნდობა აღდგეს მხარეებს შორის. შემდეგ უნდა ჩატარდეს, მნიშვნელოვანი რეფორმები: საარჩევნო და სასამართლო, ამას უნდა მოჰყვეს სწრაფად, ვადამდელი არჩევნები", – განაცხადა მინაშვილმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს