Logo

“მე ვბრუნდები ბრიუსელში და ამ ყველაფრის შესახებ მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს”

საზოგადოება
422
Frontnews image description

მე დავბრუნდები ბრიუსელში და ყველაფრის შესახებ მოვახსენებ შარლ მიშელს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გამართული თითქმის ათსაათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დანიელსონის თქმით, ახლა, პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზეა დამოკიდებული.

„მე დავბრუნდები ბრიუსელში და ამ ყველაფრის შესახებ მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს. პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ იყოს ნაპოვნი პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტილება,  დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე, ეს არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის და მისი ევროპული მისწრაფებებისთვის“, – აღნიშნა კრისტიან დანიელსონმა.

თაგები:

Advertisement