“მე ვხედავ საგამოძიებო კომისიის შესაძლებლობას მომავალში, როდესაც ამნისტიის კანონი იქნება მიღებული”


ავტორი
Front News საქართველო
"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ამ ეტაპზე, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს.
"საგამოძიებო კომისია მართლაც არ არის შეთანხმების ნაწილი, მე ვხედავ საგამოძიებო კომისიის შესაძლებლობას მომავალში, როდესაც ამნისტიის კანონი იქნება მიღებული, როდესაც ნიკა მელია იქნება თავისუფალი, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" მიიღებს გადაწყვეტილებას და შემოუერთდება ხელშეკრულებას და იქნება პარლამენტში. ამის შემდეგ შესაძლებელია ვიმსჯელოთ და ეს იქნება მსჯელობის და ჩვენი გადასაწყვეტი, მაგრამ ამ ეტაპზე, დღეს რთულია ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ჯერ ერთი ხელშეკრულების ნაწილი არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას სჭირდება კონკრეტული რაოდენობა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პარლამენტში, რაც ჯერჯერობით არ არის, ამიტომ დაველოდოთ "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას", – აცხადებს ხათუნა სამნიძე.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს