“მე ვფიქრობ, ცოტა ტენდენციურად არის ეს ინფორმაცია მიწოდებული, რომელსაც ეყრდნობა დასკვნა”


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე არ ეთანხმება საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ის შეფასებას, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლების მხრივ საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, ორგანიზაციისთვის მიწოდებული ინფორმაცია ფაქტობრივ შეცდომებს შეიცავს, შესაბამისად, დასკვნაც არ ასახავს ქვეყანაში არსებულ რეალურ მდგომარეობას.
"რამდენადაც გავეცანი თვითონ დასკვნას, იქ თვალში მომხვდა რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა და უზუსტობა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ არსებით გავლენას მოახდენს, რა თქმა უნდა, საბოლოო შეფასებებზე, რომელიც გაკეთებულია დასკვნაში.
მე არ ვიცი, რა ინფორმაციას ეყრდნობა ამ შემთხვევაში ეს ორგანიზაცია, რომლის დასკვნაზეც ვსაუბრობთ, მაგრამ იქ არის აშკარად ფაქტობრივი შეუსაბამობები, ამიტომ არაერთია მათ შორის, არჩევნებთან მიმართებაშიც და იგივე გადათვლასთან მიმართებაში. მე ვფიქრობ, ცოტა ტენდენციურად არის ეს ინფორმაცია მიწოდებული, რომელსაც ეყრდნობა დასკვნა საბოლოო, შემაჯამებელი. ამიტომ, მე ვერ გავიზიარებ, რა თქმა უნდა, შეფასებას, რომ ეს არჩევნები რაიმე თვალსაზრისით პრობლემატურია, თუ არის – ამის დასაბუთებისთვის ყველა შესაძლებლობა აქვს ჩვენს ქვეყანაშივე ოპოზიციას მიცემული", – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს