Logo

“მე ვთვლი, რომ ღარიბაშვილი ამ მოლაპარაკების მაგიდასთან არ უნდა იყოს და ის უნდა ჩაანაცვლოს თალაკვაძემ”

საზოგადოება
1077
Frontnews image description

"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მოლაპარაკების მაგიდასთან არ უნდა იყოს. 

ბურჯანაძის თქმით, ის თალაკვაძემ უნდა ჩაანაცვლოს. 

"ბუნებრივია, ყველაფერზე ვიმსჯელებთ, წინასწარ არ მინდა არაფერზე საუბარი, მაგრამ მე ვთვლი, რომ ღარიბაშვილი ამ მოლაპარაკების მაგიდასთან არ უნდა იყოს და ის უნდა ჩაანაცვლოს თალაკვაძემ, მაგრამ თუ ამას "ქართული ოცნება" გამოიყენებს მოლაპარაკების ჩასაშლელად, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია, ამის საშუალებას მათ არ მივცემთ"-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა "ლეიბორისტული პარტიის" ცენტრალურ ოფისში ამ წუთებში დაიწყო.

თაგები:

Advertisement