
ავტორი
Front News საქართველო
ნოდარ მელაძის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძის დაცვა შაბათის ეთერის გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდა. ცოტა ხნის წინ ყოფილი პროკურორის დაცვა თავს დაესხა “შაბათის ფორმულას” ჟურნალისტსაც.
“შაბათის ეთერის აეროგადაღების კამერის დანახვის შემდეგ, ისინი თავდასხმაზე გადავიდნენ, წაართვეს ტელეფონი ჩვენს ჟურნალისტს მარიამ გაფრინდაშვილს. სავარაუდოდ, ცდილობდნენ მობილურიდან, მისი პირადი ინფორმაციის და ტელეფონში შენახული კადრების მოპოვებას”, – წერს მელაძე.
“ფორმულას” ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ფარცხალაძის დაცვამ “შაბათის ფორმულას” ჟურნალისტსაც სცემა, მას დაზიანება თავში აქვს მიყენებული. ჟურნალისტის თქმით, დაცვის გაღიზიანება ფარცხალაძის ადგილსამყოფლის შესახებ დასმულმა კითხვამ გამოიწვია.
“ვმუშაობდით რეპორტაჟზე, რომელიც შაბათის ფორმულას ეთერში უნდა გავიდეს შაბათს და ვცდილობდით, რომ ოთარ ფარცხალაძის დაცვისთვის დაგვესვა კითხვები, იმყოფებოდა თუ არა აქ ოთარ ფარცხალაძე. მხოლოდ ეს კითხვა გვქონდა. ამან დაცვის წევრების გაღიზიანება გამოიწვია. პირველ რიგში, ოპერატორებზე მოხდა ძალადობა. მინდოდა, დამეცვა ჩვენი ოპერატორი და ტექნიკა და სწორედ ამ დროს შუბლის არეში მომაყენეს დაზიანება”, – აცხადებს “შაბათის ფორმულას” ჟურნალისტი.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული და მათი წარმომადგენელი დაზარალებულ ჟურნალისტებს უკვე დაუკავშირდა.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fnodar.meladze%2Fposts%2Fpfbid0Q6uPYiyAyWRBWpHSRJPMGwhuRe8z8CKcvmTfo7Qd6Vh5skPVUmo1VMzyNjH1c8R3l&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”812″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს