მედიის ინფორმაციით, პუშილინი დონეცკიდან გაიქცა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევის ფონზე ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის “ხელმძღვანელი“ დენის პუშილინი დონეცკიდან გაიქცა და დიდი ალბათობით რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა.
ინფორმაციას უკრაინული 24-ე არხი უკრაინის დაზვერვაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის “ბოევიკებში” უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის გამო პანიკა დაიწყო. შემდეგ დენის პუშლინმა დონეცკიდან გაქცევა გადაწყვიტა.
სადაზვერვო წყაროს ინფორმაციაზე უკრაინულ მხარეს ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
10 სექტემბერს, გავრცელდა ინფორმაცია კუპიანსკის გათავისუფლებისა და იზიუმში რუსული შენაერთების დატყვევების შესახებ. სამხრეთით კი, უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ.
თაგები:
დონეცკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


