მედიის ინფორმაციით, ყირიმის “ხელმძღვანელობამ” ნახევარკუნძული მოულოდნელად დატოვა


ავტორი
Front News საქართველო
გასულ ღამეს, ყირიმის ხიდზე მოძრაობის გადაკეტვისას საოკუპაციო რეჟიმის “პრემიერმა“ სერგეი აქსიონოვმა და „სპიკერმა“ ვლადიმერ კონსტანტინოვმა ნახევარკუნძული დატოვეს.
ამის შესახებ “ტელეარხი 24” საკუთარ სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
მედიის ცნობით, უკრაინის სპეცსამსახურებმა ჯერ არ იციან სად არიან აქსიონოვი და კონსტანტინოვი. ისინი სავარაუდოდ, წავიდნენ მოსკოვის კურატორის ზარის შემდეგ, რომელმაც მათ იმის შესახებ აცნობა, რომ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამის შემდეგ ისინი ოჯახებთან ერთად ნახევარკუნძულიდან დაუყონებლივ, დაცული მანქანიდან წავიდნენ.
“პრემიერის” ქვეშევრდომები მთელი ღამე ანადგურებდნენ საბუთებს. ამჟამად “პოლიტიკოსების” ოჯახები როსტოვში იმყოფებიან, სადაც ისინი ერთ-ერთ სასტუმროში დასახლდნენ. ნახევარკუნძულზე დაბრუნებაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
თაგები:
ყირიმი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს