მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდის აფეთქება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია იყო

ავტორი
Front News საქართველო
ყირიმის ხიდის აფეთქება სავარაუდოდ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია იყო, – ინფორმაციას უკრაინული მედია სამართალდამცველი ორგანოების წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავად უსაფრთხოების სამსახურს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა მიანიშნებენ, რომ ამ ოპერაციასთან კავშირი აქვთ.
დღეს დილიდან სოციალურ ქსელებში ყირიმის ხიდზე ხანძრის ამსახველი არაერთი ფოტო და ვიდეო გავრცელდა. მოგვიანებით გავრცელდა დაზიანებული საავტომობილო გზის კადრები და ხიდზე მომხდარი აფეთქების მომენტიც.
ოკუპანტები თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ ხიდზე ცეცხლი გაუჩნდა სარკინიგზო ხაზზე საწვავის ავზს, მაგრამ მოგვიანებით განაცხადეს, რომ ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანა აფეთქდა, რამაც ნგრევა გამოიწვია.
ყირიმის ხიდზე გადასასვლელი ამ დროისთვის დაკეტილია. რუსეთის რკინიგზამ ასევე შეაჩერა მატარებლების მოძრაობა და ყირიმიდან და ბილეთების გაყიდვა.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


