
ავტორი
Front News საქართველო
ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა შესაძლოა, პოლიტიკური კარიერა საერთაშორისო დონეზე გააგრძელოს. ის ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობას განიხილავს, - ამის შესახებ The Observer წერს.
გამოცემა წერს, რომ ალიანსის გენერალური მდივნის პოსტი, რომელსაც ამჟამად მარკ რუტე იკავებს, 2028 წელს გათავისუფლდება, იმ შემთხვევაში, თუ მისი უფლებამოსილება წევრი ქვეყნების თანხმობით არ გაგრძელდება. ამ გეგმის განსახორციელებლად, მას მოქმედი მთავრობის სტაბილური მხარდაჭერა დასჭირდება.
სტარმერის მხარდამჭერები ევროპელ ლიდერებს შორის მის მაღალ რეპუტაციაზე მიუთითებენ, რასაც ბოლო დროს გამართული G7-ის სამიტიც ადასტურებს.
ამ ეტაპზე სტარმერი ქვეყნის თავდაცვაში ინვესტირების გეგმის განხორციელებაზეა ორიენტირებული.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა მთავრობის მეთაურისა და "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 22 ივნისს განაცხადა.
თაგები:
კირ სტარმერი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს