მედიის ცნობით, რუსეთმა უკრაინის საზღვართან განთავსებულ შეიარაღებულ ძალებს 7 000 სამხედრო დაამატა

ავტორი
Front News საქართველო
რუსეთმა უკრაინის საზღვართან განთავსებულ შეიარაღებულ ძალებს 7 000 სამხედრო დაამატა. ინფორმაციას „სიენენი“ აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოფიციალური პირის თქმით, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მოსკოვი კვლავ მუქარის პოზიციაში იმყოფება და უკრაინის საზღვრებთან და ბელარუსში 150 ათასზე მეტი სამხედრო ჰყავს განთავსებული.
ამასთან, ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა, გამოიყენოს ცრუ მიზეზი თავდასხმისთვის, მათ შორის ნატო-ს შეჭრა რუსეთის ტერიტორიაზე ან განცხადება აღმოსავლეთ დონბასში უკრაინის მხრიდან სასტიკი ქმედებების შესახებ.
რამდენიმე დღის წინ მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან განთავსებული შეიარაღებული ძალების შენაერთები დისლოკაციის ადგილებს უბრუნდებიან. ამ განცხადების მიუხედავად, როგორც უკრაინაში, ისე ევროპასა და აშშ-ში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით დეესკალაციის ნიშნები არ შეინიშნება და არ ჩანს, რომ რუსეთს საკუთარი ჯარები გაჰყავს.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


