მედვედევი – აუცილებელია კიევის რეჟიმის სრული დამარცხება, შურისძიება მთავარი ფიგურების წინააღმდეგ

ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ “აუცილებელია კიევის რეჟიმის სრული დამარცხება და მისი საკვანძო ფიგურების მიმართ ანგარიშსწორება”.
ამ განცხადებით მედვედევი უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტრშეტევასა და ყირიმის დაბრუნებასთან დაკავშირებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
“ეს არის კიევის რეჟიმის ისტერიული მანიფესტი ნაცისტური ელიტის კონსოლიდაციის, ჯარისკაცების მორალის შესანარჩუნებლად და მათი სპონსორებისგან ახალი მხარდაჭერის მისაღებად.
პასუხი შეიძლება იყოს მხოლოდ ასეთი: ნაცისტური რეჟიმის მიერ გამოყენებული პერსონალის და სამხედრო ტექნიკის მასობრივი განადგურება კონტრშეტევის დროს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე მაქსიმალური სამხედრო მარცხის მიყენებით. მტრის სრული დამარცხება და ნაცისტური რეჟიმის საბოლოო დამხობა კიევში მისი სრული დემილიტარიზაციით ყოფილი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. შურისძიების განხორციელება ნაცისტური რეჟიმის მთავარი ფიგურების წინააღმდეგ, განურჩევლად მათი მდებარეობისა და ხანდაზმულობისა.
სხვანაირად არ დამშვიდდებიან, ნარკომანის სისულელე შეიძლება რეალობად იქცეს და ომი დიდხანს გაგრძელდეს. ეს ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება”, – აცხადებს მედვედევი.
თაგები:
დიმიტრი მედვედევი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


