
ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, თუ "ქვეყნის ბედზე იქნება საუბარი".
"ბირთვული იარაღი საგანგებო და განსაკუთრებით საშიში იარაღია მთელი კაცობრიობის ბედისთვის, მაგრამ ამავდროულად, თუ ქვეყნის ბედზე იქნება საუბარი, არავის უნდა შეეპაროს ეჭვი, რომ რუსეთი მას გამოიყენებს", - განაცხადა მედვედევმა.
მისივე თქმით, რუსეთი არ არის დაინტერესებული გლობალური კონფლიქტით, რადგან "რუსები გიჟები არ არიან".
კითხვაზე, განიხილა თუ არა რუსეთის ხელმძღვანელობამ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა, მან უპასუხა, რომ "რუსეთი მკაცრად მოქმედებს თავისი ბირთვული დოქტრინის შესაბამისად“, რომელიც ნათლად არის გაწერილი და არ არის საჭირო ამ იარაღის გამოყენების ცალკე განხილვა.
მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ რადგან მოსკოვმა დღემდე არ გამოიყენა ბირთვული იარაღი, ქვეყნისთვის საშიში საფრთხეები არ ყოფილა.
რუსეთის ხელმძღვანელობა და მათ შორის მედვედევი მსოფლიო ბირთვული დარტყმით არაერთხელ დაემუქრა.
თაგები:
დიმიტრი მედვედევი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს