მედვედევი – პასუხი იქნება სწრაფი, მკაცრი და დამაჯერებელი, ცეცხლში გაეხვევა კიევის ხელისუფლების ქვეშ დარჩენილი მთელი დანარჩენი უკრაინა


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი არ იზღუდება თავდასხმაზე რეაგირებისას.
“ჩვენი პასუხი შეიძლება იყოს ნებისმიერი. ეს რუსეთის პრეზიდენტმა სრულიად დანამდვილებით თქვა. ჩვენ არ ვუწესებთ საკუთარ თავს რაიმე შეზღუდვას და საფრთხიდან გამომდინარე, მზად ვართ გამოვიყენოთ ყველა სახის იარაღი”, – განაცხადა მედვედევმა.
მისივე თქმით, მსგავსი ქმედებები შეესაბამება რუსეთის დოქტრინებს, მათ შორის ბირთვული შეკავების საფუძვლებს.
“გარწმუნებთ: პასუხი იქნება სწრაფი, მკაცრი და დამაჯერებელი“, – აღნიშნა მედვედევმა.
მედვედევმა მცდარი უწოდა დასავლელი პოლიტიკოსების მოსაზრებას, რომ უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის იარაღის გადაცემა სიტუაციის დიპლომატიურ დარეგულირებას ხელს შეუწყობს.
“შედეგი იქნება სრულიად საპირისპირო. ასეთ შემთხვევაში არანაირი მოლაპარაკებები არ იქნება. იქნება მხოლოდ შურისძიების დარტყმები. ცეცხლში გაეხვევა კიევის ხელისუფლების ქვეშ დარჩენილი მთელი დანარჩენი უკრაინა“, – განაცხადა მედვედევმა.
თაგები:
დიმიტრი მედვედევი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს