Logo

მედვედევი - რუსეთი არ მიიღებს ნატოს ჯარებს უკრაინაში "სამშვიდობო ძალების" საფარქვეშ

უკრაინა
140
Frontnews image description

რუსეთი არ მიიღებს ნატოს ჯარებს უკრაინაში "სამშვიდობო ძალების“ საფარქვეშ, მას არ სჭირდება ასეთი "უსაფრთხოების გარანტიები“, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

"უტვინო გალური მამალი ვერ ახერხებს ვერანაირად უარი თქვას "უკრაინაში" ჯარების გაგზავნის იდეაზე. პირდაპირ ითქვა: არანაირი ნატოს ჯარი მშვიდობისმყოფელების სახით. რუსეთი უსაფრთხოების ასეთ გარანტიებს არ მიიღებს. მაგრამ ხრინწიანი საწყალი ფრინველი აგრძელებს ყივილს, ამტკიცებს, რომ ის არის საქათმის მეფე“, – წერს მედვედევი სოციალურ ქსელში.

მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ინიციატივით შექმნილმა „მსურველთა კოალიციამ“ მომავალი უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში უკრაინაში უნდა განათავსოს დამხმარე ძალები „ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში“.

Advertisement