Logo

მეგი დიასამიძე 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

საზოგადოება
115
Frontnews image description

კახი კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით დაკავებული მეგი დიასამიძე თავისუფალია.

ის თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. 

ბრალდების მხარის ინფორმაციით, ჯამში ორი ბანერია დაზიანებული, თითო ბანერი კი 190 ლარის ღირებულებისაა. 

შსს-მ 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი დააკავა, მათ შორის მეგი დიასამიძე. შსს-ს განმარტებით, მეგი დიასამიძემ მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა.

Advertisement