
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხონეში, მთის ფერდობზე დაშავებული მოქალაქე გადაარჩინეს.
"საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112”-ში შევიდა ინფორმაცია, რომ სოფელ ხონეში მდებარე მთის ფერდობზე ერთი პირი დაშავდა და გადაუდებელ დახმარებას საჭიროებდა.
შეტყობინების მიღებისთანავე დაიგეგმა სამაშველო ოპერაცია, რომელშიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფთან ერთად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.
მეხანძრე-მაშველებმა დაშავებული მოქალაქე, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო, უსაფრთხოდ გამოიყვანეს რთული რელიეფიდან და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
თაგები:
მაშველები
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს