“მელაშვილი და ილიჩოვა თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ”


ავტორი
Front News საქართველო
“დადგენილი არის, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ განზრახ, ასევე დავალებების შესაბამისად ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად საუბრობდნენ. რაც შეეხება მტკიცებულებებს თუ რა ადასტურებს ამ გარემოებას, პირველი რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ეს არის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, თუმცა ყველაზე მთავარი ეს არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები. ეს არის აუდიო-ვიდეო მასალა, რომელიც პრაქტიკულად ვიზუალური დემონსტრაცია არის როგორც ამ გარემოების მოტივთან დაკავშირებით, ასევე ყველა მნიშვნელოვანი გარემოების, რაც ბრალდებულის ქმედებებს პრაქტიკულად ნარატივად გასწევდა“, – განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.
დავით გარეჯის საქმეზე ნატალია ილიჩოვასა და ივერ მელაშვილს ბრალი დაუზუსტდათ – პროკურატურამ საქმეზე ბრალდებულთა დანაშაულის ჩადენის მოტივი დაადგინა.
თაგები:
