Logo

“მელია ვერც განდი გახდა უცხოელებისთვის, ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი”

საზოგადოება
868
Frontnews image description

ვერ დამიჭერთო და არ გაგატანთო, ვნახეთ, მივიდნენ და ზოგიერთი ოპოზიციის ლიდერი გარბოდა და შეატოვეს მელია, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობამ ჟურნალისტებთან ქადაგების შემდეგ განაცხადა.

"პროკურატურას არ უნდა შეეტანა პარლამენტში, არც 88 კაცს არ უნდა მიეცა ხმა. სინოდშია ხოლმე განსხვავებული აზრი და პარტიაში ყველას ერთი აზრი როგორ უნდა ჰქონდეს. მოხდა ისე, ვერ დამიჭერთო და არ გაგატანთო. ვნახეთ, მივიდნენ და ზოგიერთი ოპოზიციის ლიდერი გარბოდა და შეატოვეს მელია. წამოვიდა ამერიკიდან და ევროპიდან მძიმე განცხადებები. რამდენ ხანს გაგრძელდება? ხელისუფლებამ, კი არა და  პროკურატურამ თქვა, თუ გადაიხდისო გირაოს, გავუშვებთო. ამას მსოფლიო ხომ უყურებს, თუ არ გადაიხდის, როგორ შეხედავენ, ლიდერად შეხედავენ? ხომ არ შეხედავენ ლიდერად. მელია ვერც განდი გახდა უცხოელებისთვის, ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი", – განაცხადა მეუფე იაკობმა.
 

თაგები:

Advertisement