“მელიამ ბოდიში უნდა მომიხადოს პირადად მე, ეს იქნება ფორმა თქვენი ქვეყნის იმიჯის აღსადგენად”


ავტორი
Front News საქართველო
რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
გავრილოვი "ფორმულასთან" ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ის მელიას არ იცნობს, ხოლო მისი საკითხი თავად "ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს".
"ცხოვრებაში არ მინახავს ნიკა მელია. მას საერთოდ არ ვიცნობ. მის მიმართ რაიმე ზომის მიღება ჩემი გადასაწყვეტი არაა. ნიკა მელიას მიმართ წყენა საერთოდ არ მაქვს. მაგრამ მიმაჩნია, რომ საქართველოს წინაშე თუ რამე ჩაიდინა, საქართველომ უნდა გადაწყვიტოს მისი საკითხი. ნიკა მელიამ ბოდიში უნდა მომიხადოს პირადად მე. ბოდიში უნდა მოუხადოს ასამბლეას, რადგან ეს იქნება ფორმა თქვენი ქვეყნის იმიჯის აღსადგენად", – განაცხადა სერგეი გავრილოვმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს