Logo

მელიტოპოლის გატაცებული მერის გასათავისუფლებლად უკრაინის სპეცსამსახურები მუშაობენ

უკრაინა
985
Frontnews image description

უკრაინის სპეცსამსახურები ოკუპანტების მიერ გატაცებული მელიტოპოლის მერის ივან ფიოდოროვის გასათავისუფლებლად ზომებს იღებენ. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ის კვლავ რუსი დამპყრობლების ხელშია, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ევგენი ენინმა განაცხადა.

 

“ამ ეტაპზე ვიცით, რომ ის რუსეთის საოკუპაციო ძალების ხელშია. ჩვენი სპეცსამსახურები იღებენ გარკვეულ ზომებს მის გასათავისუფლებლად”, – განაცხადა იენინმა.

 

ივან ფიოდოროვი ოკუპანტებმა 11 მარტს გაიტაცეს და წუხელ მელიტოპოლის ახალ „მერად“ ოპოზიციური ბლოკის წარმომადგენელი გალინა დანილჩენკო გამოაცხადეს.

Advertisement