მელიტოპოლის მოსახლეობა ოკუპანტების მიერ გატაცებული მერის გათავისუფლებას მოითხოვს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლში, რომელიც რუსული საოკუპაციო ჯარის მიერ კონტროლდება, მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს და ქალაქის მერის ივან ფედოროვის გათავისუფლებას მოითხოვს.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის კირილ ტიმოშენკოს ინფორმაციით, 2000-მდე ადამიანი მელიტოპოლის რაიონული ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბა.
ცნობილი გახდა, რომ აქციიდან დღევანდელი შეკრების ერთ-ერთი ორგანიზატორი ოლგა გაისუმოვა გაიტაცეს.
მელიტოპოლის მერი ოკუპანტებმა ქალაქიდან 11 მარტს გაიტაცეს. პრეზიდენტი ზელენსკი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს და ივან ფედოროვის გათავისუფლებას მოითხოვს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს