
ავტორი
Front News საქართველო
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი აშშ-ის ადმინისტრაციის განზრახვის წინააღმდეგ გამოდის, რომელიც ვლადიმერ პუტინის მაიამიში, G20-ის სამიტზე მოწვევას ითვალისწინებს.
მელონის თქმით, ახლა არა პუტინისკენ ნაბიჯების გადადგმის დრო, არამედ მისგან დათმობების მოთხოვნის დროა.
"რაც შეეხება პუტინს G20-ის სამიტზე, მივიჩნევ, რომ ახლა დროა, პუტინს ვთხოვოთ გადადგას რამდენიმე ნაბიჯი და არა თავად გადავდგათ მისკენ“, - აღნიშნა მან.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ასევე გაიხსენა, რომ ვაშინგტონმა ბოლო თვეებში უკვე ბევრი ასეთი ნაბიჯი გადადგა მოსკოვისკენ, მაგრამ საპასუხო არ უნახავს.
"ამერიკელებმა, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, გადადგეს, ასე ვთქვათ, რამდენიმე ნაბიჯი რუსეთისკენ, მაგრამ ჩვენ იგივე ნაბიჯები არ გვინახავს საპასუხოდ. მე მჯერა, რომ ახლა დროა, რომ ისინი მოვითხოვოთ“, - განაცხადა მელონიმ.
The Washington Post წერს, რომ აშშ გეგმავს პუტინის მიწვევას G20-ის სამიტზე, რომელიც დეკემბერში, მაიამიში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გოლფის კლუბში გაიმართება.
თაგები:
ჯორჯია მელონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს