მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა წვრთნა-შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა


ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის ტაქტიკურმა ჯგუფმა წვრთნა-შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების მიმდინარეობას საბრძოლო მომზადების ცენტრის დამკვირვებლები აკვირდებოდნენ და აფასებდნენ. წვრთნა-შეფასების პროგრამის მიზანს ქვედანაყოფის ტაქტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება და შეფასება წარმოადგენდა.
სწავლება ორ ფაზად ჩატარდა. პირველი ფაზა დაგეგმვას მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც ბატალიონის შტაბს შესაძლებლობა ჰქონდა, აქტიურად ჩართულიყო ოპერაციების დაგეგმვისა და სამხედრო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. დაქვემდებარებული ქვედანაყოფები კი, მართვის პროცედურების მიხედვით მოქმედებდნენ. მეორე ფაზა აღსრულების ეტაპი იყო, რომელიც ნორიოს და მარტყოფის საწვრთნელ არეალში განხორციელდა, კულმინაციური სწავლება ბატალიონმა ვაზიანის ტერიტორიაზე ჩაატარა, სადაც ტაქტიკურმა ჯგუფმა შეყოვნების, წმენდის, ზურგში ჩარჩენის და თვითგადარჩენის ოპერაციები ჩაატარა.
თაგები:
წვრთნა-შეფასების პროგრამა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს