“მეორე ტურში პოროშენკოს არანაირი შანსი არ აქვს”


ავტორი
Front News საქართველო
კიევი: პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო დარწმუნებულია, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან იბრძოლებს და აუცილებლად გაიმარჯვებს.
“მეორე ტურში გავა ჩვენი გუნდი და პოროშენკოს გუნდი. სხვა კონკურენტები არ არიან. ზუსტად ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ მეორე ტურში ჩემს კონკურენტს არანაირი შანსი არ აქვს“, – განაცხადა იულია ტიმოშენკომ.
მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კონსტიტუციის ახალ პროექტს წარადგენს.
“ჩემი მიზანია საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო ეტაპზე კონსტიტუციის პროექტით გამოვიდე, რომელიც ხალხს დაუბრუნებს შესაძლებლობას ისარგებლოს თავისი უფლებით და განკარგოს საკუთარი რესურსები“, – აღნიშნა ტიმოშენკომ.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 მარტს გაიმართება.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს