მერცი - უკრაინა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს უახლოეს კვირებში მიიღებს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს უახლოეს კვირებში მიიღებს. ამჟამად ყველა საკითხი გერმანიისა და აშშ-ის თავდაცვის სამინისტროების დონეზე თანხმდება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროა სიცხადე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩაანაცვლებს აშშ ევროპის მიერ გადაცემულ სისტემებს.
"ბოლო დღეებში ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ უკრაინას ევროპიდან Patriot-ის ახალ სისტემებს მივაწვდით და შემდეგ ამ სისტემებს აშშ ჩაანაცვლებს. რადგან ჩვენ ასევე გვჭირდება საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობების შენარჩუნება“, - განაცხადა მერცმა.
მან ივარაუდა, რომ თავდაცვის მინისტრები მალე შეთანხმდებიან ჩანაცვლების სქემაზე.
"ეს საათების საკითხი არ არის. ეს დღეების, შესაძლოა კვირების საკითხია, სანამ სისტემები უკრაინას მიეწოდება“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში გასაგზავნად 17 Patriot სისტემა მზადდება.
თაგები:
ფრიდრიხ მერცი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს