მესამე დღეა, თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს ეძებენ


ავტორი
Front News საქართველო
მესამე დღეა, თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს ალექს ლოიჯის ეძებენ. ის ახლობლებთან ბოლოს კონტაქტზე 6 თებერვალს გავიდა.
მამაკაცი თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დატოვა. ამის შემდეგ ამერიკელის კვალი იკარგება.
მეგობრების თქმით, რამდენიმე დღეა მის ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნასაც ვერ ახერხებენ.
სასტუმროში ამბობენ, რომ ამერიკელი სტუმარი მათთან 3 თებერვალს დაბინავდა და 7 თებერვლამდე ცხოვრობდა. ის ძირითადად ნომერში იმყოფებოდა, არ ჰქონია სასტუმროს სხვა მცხოვრებლებთან, ან გარე პირებთან კონტაქტი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით დეტალებს არკვევს.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fmbagishvili%2Fposts%2F10219663300562915&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”726″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს