Logo

“მესამე რაუდი უნდა გაიმართოს და უნდა გაიმართოს შეთანხების მიღწევის მიზნით და არა რაუდი რაუნდისთვის”

საზოგადოება
581
Frontnews image description

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკების მესამე რაუნდი აუცილებლად უნდა გაიმართოს. 

მისივე განმარტებით, აღნიშნული უნდა იყოს შეთანხმების მიღწევის მიზნით და არა რაუდი რაუნდისთვის.

"ძალიან ბევრთან მაქვს შეხვედრა, ბევრთან მაქვს კომუნიკაცია და მემგონი შევძელით, რომ ყველასთვის ძალიან კონკრეტულად აგვეხსნა: შარლ მიშელის ვიზიტის დროს, ჩვენ შევთანხმდით 5 საკითხზე, რომელიც უნდა იყოს ამ დოკუმენტში. შესაბამისად, საბოლოო დოკუმენტმა პასუხი უნდა გასცეს ხუთივე ამ საკითხს. პლებისციტია ის მექანიზმი, რომელსაც ყველა ოპოზიციური პარტია დათანხმდება. მე სხვა ვერსია ჯერჯერობით რეალურ განხილვაში არ მომისმენია. ამიტომ, ჯერჯერობით ეს არის ჩვენი პოზიცია, დანარჩენი ვნახოთ. რა თქმა უნდა, მოვუსმინოთ ჩვენს მედიაციის მხარესაც. შეთანხმება ცუდი არ არის და არავინ არ ჩამოგხსნით ეპოლატებს იმისთვის, თუ შეთანხმება გაფორმდება ყველა იმ საკითხზე, რომელიც ამ დოკუმენტში არის. არ ტეხავს. მესამე რაუდი უნდა გაიმართოს და უნდა გაიმართოს შეთანხების მიღწევის მიზნით და არა რაუდი რაუნდისთვის"-განცხადა ვაშაძემ.

თაგები:

Advertisement