“მესამე ტალღა მოსალოდნელია, არ გამოვრიცხავ, რომ შეზღუდვები ისევ დაწესდეს”

ავტორი
Front News საქართველო
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში პანდემიის მესამე ტალღა მოსალოდნელია.
მინისტრი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, შეზღუდვები ისევ დაწერდეს.
ტიკარაძე საზოგადოებასა და ბიზნესსექტორს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
"მესამე ტალღა მოსალოდნელია და ყველა ის ნიშნული, რომელიც დღესდღეობით არის მომატებული, ჩვენ გვაძლევს იმის ეჭვს და საფუძველს, რომ მნიშვნელოვნად უნდა გამკაცრდეს ყველა ის ღონისძიება, რომელიც დღესდღეობით მოსახლეობისთვის არის ცნობილი. ამაში მე ვგულისხმობ პირველ რიგში, პირბადეების გამოყენებას, სოციალურ დისტანცირებას და პირად ჰიგიენას.
მე არ გამოვრიცხავ, რომ შეზღუდვები ისევ დაწესდეს, ვინაიდან შეზღუდვები ეს არის ეფექტური გზა, თუმცა კიდევ ერთხელ მივუთითებ, მე ღრმად მწამს იმის, რომ ჩვენს მოსახლეობას ეყოფა გონიერება, ასევე საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა. ასევე ბიზნესს ეყოფა პასუხისმგებლობა და ისინი დაიცავენ ყველა იმ ღონისძიებებს, რომელსაც შრომითი ინსპექცია მიუთითებს, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ეპიდემიოლოგები მიუთითებენ და ჩვენ შევძლებთ, რომ ბიზნესის მინიმალური შეზღუდვით შევძლოთ დავძლიოთ მესამე ტალღა"-განაცხადა ტიკარაძემ.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


