
ავტორი
Front News საქართველო
გასულ წელს, ათიათასობით მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში თავისი ევროპული ამბიციების გაცხადებისთვის და ამ კანონის ამოქმედების ბოლო მცდელობაზე უარის თქმის მიზნით, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი “ქართული ოცნების” მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა წარდგენას.
მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირი გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების ისტორიული შესაძლებლობა აქვს და აშშ მზადაა, ქვეყნის მხარდაჭერა გააგრძელოს.
“ჩვენ მივიღეთ ცნობები ამ კანონმდებლობის ხელახალი ინიციირების შესახებ საქართველოს პარლამენტში. გეტყვით, რომ გასულ წელს, ათიათასობით მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში თავისი ევროპული ამბიციების გაცხადებისთვის და ამ კანონის ამოქმედების ბოლო მცდელობაზე უარის თქმის მიზნით. საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, გახსნას ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები და ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით და მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესის მხარდაჭერა”, – განაცხადა მილერმა.
თაგები:
მეთიუ მილერი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს