მეტროსადგურ "ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პერიოდში, დროებით, ავტობუსის დამატებითი მარშრუტი დაინიშნება

ავტორი
Front News საქართველო
მეტროსადგურ "ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პერიოდში, დროებით, ავტობუსის დამატებითი მარშრუტი დაინიშნება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, 12 ივლისიდან 45 დღის განმავლობაში, მეტროსადგური „ვარკეთილი“ დაიკეტება.
"მგზავრთა მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, ჯავახეთისა და ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩების გადაკვეთიდან დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტი N174, რომელიც მგზავრებს უახლოეს მეტროსადგურამდე გადაიყვანს.
N174 ავტობუსი იმოძრავებს წრიულად, მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიამდე და პირიქით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
მეტროსადგური "ვარკეთილი"




